გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირანის მოქალაქეს, რომელსაც 8,5 კგ „ჰეროინი“ შემოჰქონდა, უვადო პატიმრობა ემუქრება

4-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.


კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი "სადახლოს" ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი და 1 შეკვრა „მეტამფეტამინი“ ამოიღეს.


გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031