24-01-2018
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე ხვალ საპატრიარქოში სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მაია გოიკოვიჩის შეხვდება და დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთში ვიზიტის საკითხს დასვამს.
პატრიარქის მდივანი, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრასთან დაკავშირებით საქარტველოს საპატრიარქოს ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ მიუღია.
"მხოლოდ კულუარულ ინფორმაციებს ვიღებთ, რომ სერბეთის პატრიარქთან შეხვედრა არ იყო ოფიციალური ვიზიტი. ამიტომ, საპატრიარქოში ხვალინდელ შეხვედრაზე ვთხოვთ მათ, რომ დაადასტურონ ეს ინფორმაცია ან შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინონ"-განაცხადა პატრიარქის მდივანმა.
19-12-2024
18-12-2024