გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი: ჩვენი პრიორიტეტი რეგიონებში ტურიზმის მეტად განვითარებაა

4-01-2019

„საქართველოში გვაქვს ბევრი ტურისტულად პოპულარული ქალაქი, თუმცა, რეგიონებში ტურიზმის მეტად განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიზნით, მომდევნო წლებში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად ჩვენ მეტ ძალისხმევას რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მივმართავთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნების აუცილებლობას. მან ისაუბრა ტურისტული ადგილების განვითარებაზე როგორც ტრადიციულ ტურისტულ ადგილებში, ასევე აქამდე ტურიზმით ნაკლებად ცნობილ დასახლებებში. გიორგი ქობულიას განცხადებით, ამ მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რათა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებულ პუნქტებში ტურიზმის განვითარების სრულფასოვანი გეგმა ჩამოყალიბდეს და მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათ შორის მარტვილში სალხინოს რეზიდენციის, დუშეთის მუნიციპალიტეტში ჭილაშვილების სასახლის, კასპში ორბელიანების სასახლისა და სხვა ძეგლების ტურისტულ ობიექტებად ფორმირება.

გიორგი ქობულიამ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს კიდევ ერთ სიმდიდრეზე, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. საუბარია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტების პოპულარიზაციაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930