გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

30-10-2026

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვია და აკადემიის სამაგისტრო პროგრამის მსმენელებსა და პროფესორებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე ესაუბრა.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგინა და საპარლამენტო დიპლომატიის თავისებურებებზე ისაუბრა.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, არაღიარების პოლიტიკაზე, ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობებზე.

 

საჯარო ლექციას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, გენერალი მამია ბალახაძე, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031