გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

6-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში შემდეგი ქუჩები გადაიკეტება:


11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.


აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.


ამასთან, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შობის დღესასწაულზე „ალილოს“ მსვლელობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაში არსებითი ცვლილებები არ იგეგმება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031