გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდია და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამას ანა წითლიძე 80% ტყუილს უწოდებს

10-11-2026

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ანა წითლიძის განცხადებები გააკრიტიკა.


მისი თქმით, წითლიძე საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის 80%-ს სიცრუეს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ასობით გვერდს მოიცავს და მასში საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებია განხილული.


„საკითხი, რომელზეც პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია, ანა წითლიძის განცხადებებს ეხება. ქალბატონი ანა თავისი გამოსვლის დროსაც საუბრობდა, რომ საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ფაქტები „აბსოლუტური ტყუილია“. დღესაც გაიმეორა, რომ საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის 80% სიცრუეა. რას უწოდებს ქალბატონი ანა ტყუილს? იმის გათვალისწინებით, რომ თქვენთვისაც უმნიშვნელოვანესია, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, საჭიროა, ამ საკითხზე პოზიცია დაფიქსირდეს.


როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები - როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე - ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ქალბატონი ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს“, - განაცხადა გორდულაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30