გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2 010 ჰექტარზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება

11-11-2026

ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითისა და ვარციხის სარწყავ სისტემებზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შედეგად საირიგაციო მომსახურება ჯამში 2 010 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაუმჯობესდება.


„საქართველოს მელიორაცია“ დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,1 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მორწყვის პირობები 1 200 ჰექტარზე გაუმჯობესდება.


დიმი-როკითის სარწყავი სისტემა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. ის სოფლების დიმის, როკითისა და დიდველის სასოფლო-სამეურნეო მიწებს სარწყავი წყლით ამარაგებს.


მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია ვარციხის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 1 820 000 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 810 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.


მუნიციპალიტეტში სარწყავი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოებიც მიმდინარეობს: იწმინდება არხები და მილსადენები, წესრიგდება მოძველებული ინფრასტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში კი მისი ცალკეული ნაწილები ახლით იცვლება.


მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და საირიგაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30