გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი არ არის და არ ყოფილა ჩვენი ორგანიზაციის წევრი, დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიას კი მოვუწოდებთ, მსგავსი სიცრუის ტირაჟირებამდე ინფორმაციის გადამოწმების მარტივ სტანდარტს მიმართოს

12-11-2026

"ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი.


როგორც „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში განუცხადეს, უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დაჩი ტვილდიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელია.


„დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიას კი მოვუწოდებთ, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებამდე ინფორმაციის გადამოწმების მარტივ ჟურნალისტურ სტანდარტს მიმართოს“, - აცხადებენ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30