გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე ჭეიშვილი მოპასუხე მხარეს: „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით

12-11-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პროქართული ამომრჩეველი ჰყავს, რაც მთავარი განსხვავებაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის.


საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი ეს რეპლიკა „ლელოს“ წევრის გიორგი სიორიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავის ელექტორატში პრორუსული მსოფლმხედველობის ამომრჩეველი ჰყავს“.


„წეღან საუბარი იყო მილიონ ას ოცი ათას ამომრჩეველზე, რაც საარჩევნო შედეგებით არის დადასტურებული. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30