გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის, არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო

13-11-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება.


როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერიც არის, სწორედ გამოცემა Euronews-ის საიტიდანაა, რაც, მისივე თქმით, ეწინააღმდეგება იმავე მედიის წარმომადგენლის მიერ რამდენიმე დღის გაკეთებულ განცხადებას.


კერძოდ, ანჯაფარიძე იხსენებს პრემიერის ინტერვიუს Euronews-თან, რა დროსაც ჟურნალისტმა მიუთითა, რომ მასთან ფოტოს გადაღება არავის სურს.


„ეს ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურთო. საინტერესოა ახლა რას იტყვის...“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30