გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

14-11-2026

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ნავსადგურამდე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.


როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, დერეფნის ტვირთნაკადების მომსახურებისთვის ნავსადგურის ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან ინტეგრაცია გადამწყვეტია.


„ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგანაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და შესაბამისად აუცილებელია მისი ინტეგრაცია ერთიან ლოგისტიკურ ქსელთან, რაც მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური სრულ ოპერირებაში შევიდეს", - აცხადებს თამარ იოსელიანი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30