გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

15-11-2026

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.


„მე არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. მე არ მგონია, ერთი ზრდასრული ადამიანი მეორე ზრდასრულ ადამიანს რაღაცა ნივთიერებას აძლევს და მეორე ზრდასრული ადამიანი თავისი ნებით იმას ამაში ფულს უხდის, რომ თვითონ სიამოვნება მიიღოს, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.


პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ორივე ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო ამაში უნდა ჩაერიოს.


„ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ ერთიც თავისუფალია, მეორეც თავისუფალია და კისერი უტეხია ერთსაც და მეორესაც. პირობითად ვიძახი, უხეში ფორმაა, რასაც ვიძახი, მაგრამ მაინც. არ მგონია, რომ მანდ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში უნდა გამოკეტოს ბევრი წლით, რომელსაც მერე ჩვენ გადასახადები უნდა ვიხადოთ, რომ იმას კიდევ ვაჭამოთ და ვასვათ, ციხეში შევინახოთ. სიგიჟე მგონია ეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სოციალური ჯგუფი არიან ეგრეთ წოდებული ბარიგები და მე გამოვდივარ იმათ დამცველად, ვიძახი, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ და მე ამას არ შევიცვლი არასოდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30