გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი ზურა ჯაფარიძეზე: ჩემთვის ეს არის უცხოელი აგენტის მიერ მორიგი დავალების შესრულება

16-11-2026

ჩემთვის ეს არის უცხოელი აგენტის მიერ მორიგი დავალების შესრულება. თქვენ იცით, რომ გლობალურად კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ წახალისდეს ნარკომანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძის განცხადებას შეეხებოდა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ამით განსაკუთრებულად არის დაკავებული ეს კონკრეტული უცხოელი აგენტი, რომელსაც ავალებენ ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას.


„ეს არის გლობალური ტენდენცია, ამაში არიან ჩართული ე.წ. ლიბერალები, ფსევდოლიბერალები, მათი ერთ-ერთი მთავარი ხაზი, საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ნარკოტიკების მოხმარების წახალისება გლობალურად, რასაც ძალიან სერიოზული პრობლემები მოაქვს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში ამით განსაკუთრებულად არის დაკავებული ეს კონკრეტული უცხოელი აგენტი, რომელსაც ავალებენ ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას  საქართველოში,"- აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30