გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „ალდე" ტერორისტულ აქტსაც არ გაემიჯნა თავის დროზე, რაც მეტყველებს ერთი - ძალიან უხეშ პოლიტიკურ მიკერძოებაზე და მეორე იმაზე, რომ „ალდეს" არ აქვს არავითარი პრინციპები

16-11-2026

ჩვენთვის „ალდეს" არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ალდე" ტერორისტულ აქტსაც არ გაემიჯნა თავის დროზე, რაც მეტყველებს ძალიან უხეშ პოლიტიკურ მიკერძოებაზე.  


„ალდე" ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, იცით, რომ ტერორისტულ აქტსაც არ გაემიჯნა თავის დროზე ალდე, რაც მეტყველებს ერთი - ძალიან უხეშ პოლიტიკურ მიკერძოებაზე და მეორე იმაზე, რომ „ალდეს" არ აქვს არავითარი პრინციპები, რაც ძალიან სამწუხაროა. შესაბამისად, ჩვენთვის „ალდეს" არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30