გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოვლინდა

16-11-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა  სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა  სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
 
ფიზიკური პირი (ლ. ა.) უკანონო საქმინობას ეწეოდა.ფაქტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს.
 
მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა აღმოაჩინეს და დალუქეს კუსტარული სასაკლაო და საყინულე მაცივარი, რომელშიც გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი იყო მოთავსებული.
 
კანონმდებლობის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30