გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: დაკვირვებული თვალი რამდენიმე კვირის წინაც შეამჩნევდა, რომ ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“, კახა კახიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ჩამდგარი სხვა სუბიექტების შემდეგ, აქტიურობა  ბევრჯერ გაყიდულმა კუკავამაც დაიწყო

19-11-2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა გააქტიურებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის დაცვა კახა კუკავამაც დაიწყო, რომლისთვისაც მთავარი ფინანსური სარგებელია.


ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილს, რომელსაც სახლიდან მილიონები ამოუღეს და რომელმაც ფინანსური დანაშაული აღიარა, კიდევ ბევრი აქვს გადამალული. მისი თქმით, სხვაგვარად, ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა და „ქართულ ოცნებას“ ტალახს არ ესროდა.


„ოდნავ დაკვირვებული თვალი რამდენიმე კვირის წინაც შეამჩნევდა, რომ დიტო ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“, კახა კახიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ჩამდგარი სხვა სუბიექტების შემდეგ ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობა ყველასთვის კარგად ნაცნობმა, ბევრჯერ გაყიდულმა და გადაყიდულმა კახა კუკავამაც დაიწყო.


თუკი, მაგალითად, კახიშვილის შემთხვევაში ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ღარიბაშვილის მთავრობაში მუშაობის გამო მას ყოფილი პრემიერის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია, კუკავას მხოლოდ „ფულის ენა“ ესმის. მისთვის არ არსებობს ისეთი უსინდისობა, რომელსაც ხელს არ მოაწერს — უბრალოდ, სხვადასხვა სიბინძურის ჩადენას სხვადასხვა ფასი აქვს.


ჰოდა, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს, რომელსაც სახლიდან მილიონები ამოუღეს და რომელმაც ფინანსური დანაშაული აღიარა, კიდევ ბევრი აქვს გადამალული. სხვაგვარად, ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა და „ქართულ ოცნებას“ ტალახს არ ესროდა.


ახალგაზრდებს რომ კარგად ესმოდეთ, წარმოიდგინეთ, ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე“, - წერს აბაშიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30