გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

20-11-2026

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

 

დავით სონღულაშვილის განცხადებით, უზბეკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ისე ბიზნეს სექტორებს შორის კავშირების გაფართოებას.

 

„უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების მოზიდვასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. განსაკუთრებული პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის, აგროსასურსათო წარმოების, გადამმუშავებელი მრეწველობისა და პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით თანამშრომლობას”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

საუბარი ასევე შეეხო კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

 

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30