გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარმა შიდა ქართლის რეგიონში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულა

24-01-2018


 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ საზღვრისპირა სოფელ შინდისში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. 

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. მათ შორის 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.

 

როგორც დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, საბავშვო ბაღების დაფინანსების პარალელურად, პროგრამა მიზნად ისახავდა უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას.  მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, საქართველოს მასშტაბით,  გრანტი  1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 227 პროექტი  შიდა ქართლის რეგიონში დაფინანსდა.

 

სოზარ სუბარმა სოფელ ვარიანში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობაც მოინახულა.  ცხინვალიდან დევნილმა ელგუჯა კახნიაშვილმა, გრანტის საშუალებით,  სათბურის კონსტრუქცია და სარწყავი სისტემა შეიძინა. 

 

საგრანტო პროგრამა - „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ - ევროკავშირის დაფინანსებით, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) განახორციელეს. 

 

პროგრამის სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებოდნენ: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები.

    

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930