გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი - ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

21-11-2026

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი.


„ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო.


ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო.


ეს არის ყველაზე გიჟური საომარი „სტრატეგია“ ისტორიაში“, - წერს რაიხელტი.


თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია.


„თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ.


ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი“, - წერს ვახტანგ თოფურია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30