გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი: თურქეთში კანაფის მოყვანის აღორძინებაა საჭირო

10-01-2019

თურქეთში საჭიროა კანაფის მოყვანის აღორძინება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ადგილობრივი თვითმმართველობის სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას.


თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება და მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს კანაფის ძაფისგან დამზადებული ბადეებით.


„ადრე რიზეში კანაფი მოჰყავდათ და მისგან ძაფებს ამზადებდნენ, რომლისგანაც ბადეები კეთდებოდა. ახლა კი კანაფი არ მოგვყავს მტრების გამო, რომლებიც თავს ჩვენს მეგობრებად ასაღებენ. იმედია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჭირო ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით, რათა კანაფის წარმოება განახლდეს“, - დასძინა ერდოღანმა.

 

www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031