გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში გავრცელებულ ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით თურქეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

10-01-2019

საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების შედეგად სიკვდილიანობის მატებასთან დაკავშირებით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებში გარკვეული გამაფრთხილებელი ზომები იქნა მიღებული.


გაზეთ „ჯუმჰურიეთ“-ის («Cumhuriyet») ცნობით, ართვინის პროვინციის (ილის) ქალაქ ხოფას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა ოსმან აკიურეკმა თურქ ბიზნესმენებს და ტურისტებს სთხოვა, რომ სიფრთხილე დაიცვან საქართველოში გამგზავრებისა და იქ ყოფნის დროს.


„საქართველოს მთავრობის ცნობით, გრიპის ვირუსით დაავადების გამო საავადმყოფოებში 450 ადამიანი მკურნალობს. სამწუხაროდ, ათზე მეტი ადამიანი უკვე გარრდაცვლილია. ბათუმის საავადმყოფოები საკარანტინო რეჟიმზეა არიან გადასულნი. ის თურქი ბიზნესმენები და ტურისტები, რომლებიც საქართველოს ეწვევიან, ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა დაავადება თავიდან აიცილონ“, - ციტირებს გაზეთი ოსმან აკიურეკის განცხადებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031