გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასრულწლოვანების იძულებისა და პირადი ცხოვრების ინფორმაციის ხელყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

13-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.


პოლიციამ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი არასრულწლოვნის მშობლის შეტყობინებისთანავე დაიწყო. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზრდასრული მამაკაცი, სოციალური ქსელით "FACEBOOK"-ის გამოყენებით სისტემატიურად აიძულებდა არასრულწლოვნებს მასთან ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონოდათ. ამ გზით მოიპოვებდა და ხელყოფდა არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, ასევე მათ პერსონალურ მონაცემებს.


პოლიციამ პირის იდენტიფიცირება მოკლე დროში შეძლო და ის ბრალდებულის სტატუსით თბილისში დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31