გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ყაზტრანსგაზში" დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ

16-01-2019

დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კომპანია "ყაზტრანსგაზში" კომენტარს არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, კოსპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირის სუნი დილიდან იგრძნობოდა, რის გამოც მოსახლეობამ "ყაზტრანსგაზის" სპეციალისტები გამოიძახა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაიმე საგანგაშო კერას ვერ მიაკვლიეს და კორპუსი დატოვეს.


აფეთქება კი დღეს საღამოს მოხდა. გარდა გარდაცვლილებისა, დაშავებულები არიან არასრულწლოვანი ბავშვები.


როგორც "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პროგრამა "კურიერმა" გადმოსცა, ისინი "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930