გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

16-01-2019

დედაქალაქის მერია დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.


მერის მოადგილემ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.


მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს.


„დედაქალაქის მერია ნებისმიერ დაზარალებულ ოჯახს მაქსიმალურ ყურადღებასა და დახმარებას აღმოუჩენს. არცერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. შესაბამისი საცხოვრისებითა და თავშესაფრით ყველა იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ჩაერთვება“,- განაცხადა ირაკლი ბედელიანმა.


ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930