გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: ეს არის უმძიმესი ტრაგედია

17-01-2019

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიღომში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.


სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდები არიან გადაყვანილნი.


„ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა პირველ რიგში ოჯახებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. საბედნიეროდ, ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც აქ (იაშვილის კლინიკაში) არიან, შედარებით მსუბუქია და არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031