გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფეთქების შედეგად დაზარალებულები მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო

17-01-2019

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, ყველა უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. ილია ელოშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთებისულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა.


„ამ დროისათვის დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი არის სულ 27 ადამიანი.დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930