გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
სალომე ზურაბიშვილსა და დავით ზალკალიანს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18-01-2019

საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს.
საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლს ხაზი გაუსვეს და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21-23 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე. ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031