გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ში დნმ-ის უახლესი ტიპის ლაბორატორია შეიქმნება

18-01-2019

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ის ლაბორატორია იქმნება.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალი ხარისხის ექსპერტიზის დასკვნების მომზადება.


თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დნმ ლაბორატორია 24/7 რეჟიმში იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის ფაქტების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.


დნმ-ის ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის შესახებ განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31