გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი "გამოქანების" ინიციატივასთან დაკავშირებით კალაძეს პასუხობს

19-01-2019

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის შეთავაზებას "გამოქანების" შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.


სააკაშვილი სოციალურ ქსელში იმ ბმულს აზიარებს, სადაც კალაძე მის მილანელ სტილისტთან ერთად სალონში, თმების შეკრეჭის პროცესშია გამოსახული.
"ოეე,კალ'ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან"-წერს ბმულის კომენტარში მიხეილ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა სააკაშვილს ჰოლანდიიდან, ხოლო ხაბეიშვილსა და ნათელაშვილს თბილისის ანძიდან "გამოქანება" უჩია, სადაც მისი თქმით, ტერიტორიის რეკონსტრუქციის შემდეგ "გამოსაქანებელი ადგილი" მნიშვნელოვნად გაფართოვდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31