გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კრიშტიანო რონალდოს 23 თვით პირობით პატიმრობას და 19 მილიონი ევროს ჯარიმას მიუსჯიან

22-01-2019

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს კრიშტიანო რონალდოს, საგადასახადო თაღლითობის საქმეზე 23 თვით პატიმრობა და 19 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მიესაჯება.


დღეს მადრიდის სასამართლოში პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ დაადასტურა ესპანეთის პროკურატურასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, საგადასახადო თაღლითობასთან დაკავშირებულ საქმეზე ის ეთანხმება 23-თვიანი პატიმრობის სასჯელს და 19 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას.


აღსანიშნავია, რომ ესპანეთის კანონმდებლობით, ვინაიდან კრიშტიანო რონალდოს წარსულში ნასამართლობა არ ჰქონია, ხოლო მისი სასჯელი კი ორ წელს არ აღემატება, მას არ დააპატიმრებენ.


შეგახსენებთ, გამოძიებამ დაადგინა, რომ სპორტსმენმა, ესპანეთში მადრიდის „რეალში“ გამოსვლის დროს, 2011-დან 2014 წლის პერიოდში, ოთხი საგადასახადო დანაშაული ჩაიდინა.




ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930