გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პირველად მსოფლიოში, ჩინელმა მეცნიერებმა მაიმუნის კლონი შექმნეს

25-01-2018

შანხაიში, ჩინეთის მეცნიერთა აკადემიამ ორი მდედრი მაიმუნის კლონი შექმნა. ზონგ-ზონგი და ჰუა-ჰუა, -ასე ჰქვიათ მსოფლიოს პირველ კლონ მაიმუნებს. ერთი მაიმუნი  7, მეორე კი 6 კვირისაა. 

მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველი ცხვარი იყო. 22 წლის წინ შექმნილ პირველ კლონს მოჰყვა ცხოველთა სხვა სახეობებიც; შეიქმნა კატებისა და ცხენების კლონებიც. 

მიუხედავად სამეცნიერო სფეროს განვითარებისა,  ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მაიმუნის კლონირება. 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მაიმუნის კლონის შექმნა იქნება წინაპირობა, რომ ისინი ოდესმე ადამიანის კლონირებასაც შეძლებენ.  
 

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31