გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბავშვების საფენებში საშიში ნივთიერებები აღმოაჩინეს

24-01-2019

საფრანგეთში 23 სხვადასხვა წარმოების ერთჯერადი საფენების გამოკვლევისას დადგინდა, რომ ისინი ბავშვებისთვის საშიშ ქიმიურ შენაერთებს შეიცავდნენ.


ინფორმაციას Standard-ი ავრცელებს.


საფენებში აღმოჩენილ ნივთიერებებს შორისაა ქიმიური შენაერთი, რომელიც მცენარეების მოვლის დროს სარეველების გასანადგურებლად გამოიყენება. ის განსაკუთრებით საშიშია ადამიანებისთვის და მეცნიერთა მტკიცებით, სიმსივნეს იწვევს.


საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ბავშვთა საფენების მწარმოებელ კომპანიებს საწარმოო პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყენება აეკრძალათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31