გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანელმა კოლეგამ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა

25-01-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდს შორის, ბრიტანული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა.


საჯიდ ჯავიდმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის, ჯეკ შეპარდის დაკავების პროცესში გაწეული დახმარებისათვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.


2019 წლის 10 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა ბრიტანელ კოლეგებს ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნა 2019 წლის 12 იანვარს გამოცხადდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31