გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: კახა კალაძის სიტყვას ყოველთვის ქმედითი ნაბიჯები მოსდევს

25-01-2019

კახა კალაძის სიტყვას ყოველთვის მოსდევს ქმედითი ნაბიჯები, მისი ძალისხმევით, შეთანხმება მოხდა ინვესტორთან და ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.


მისი თქმით, თბილისის მერი ყოველთვის გამოირჩეოდა ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობით განსხვავებით იმ მერისგან, რომლის დროსაც ეს ნებართვა გაიცა.


„სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ქალაქი მერისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა დიდი პასუხისმგებლობით თავისი ამომრჩევლის მიმართ და ზრუნავს თბილისზე, განსხვავებით იმ მერისგან, რომლის დროსაც ვაკის პარკის ეს ნებართვა გაიცა და, ზოგადად, მახინჯი და ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვები გაიცემოდა” - განაცხადა ნინო წილოსანმა.


მისი თქმით, კახა კალაძის უკვე გაცხადებული პოლიტიკა - გამწვანება, ეკოლოგიის დაცვა და ქალაქის იერსახის გალამაზება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია დედაქალაქის საკეთილდღეოდ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930