გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით“ ერთი პირი დააკავეს

25-01-2019

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“. ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ ავრცელებს.


დაკავებული 1962 წელს დაბადებული გია უშანგის ძე ფარულავაა და ის ტყვარჩელის (ყოფილი გალის) რაიონის სოფელ წარჩეს მცხოვრებია.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, კაცს იარაღი უპოვეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31