გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა

25-01-2019

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ნანგრევებს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. 


ციხისძირის ქუჩაზე შავაძეებმა სახლში რემონტის გაკეთება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყეს. 


„ერთ ოთახში ძველი იატაკი რომ ავყარეთ, დაბლა ნანგრევები გამოჩნდა. მე რომ გავთხოვდი და ამ სახლში მოვედი, იმის მერე ჩემი მამამთილისგან ვიცი, რომ დაბლა რაღაც ნანგრევებია, მაგრამ რა იყო არავინ ვიცოდით. ეს რაც გამოჩნდა, ალბათ გვირაბებია, როცა ახალციხეს მტერი შემოესეოდა, მაშინ იყენებდნენ და აქ იმალებოდნენ“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი ციალა შავაძე. 


როგორც ციალა შავაძე ამბობს, ოთახის ქვეშ აღმოჩენილი შენობისთვის ხელი არ უხლიათ, თუმცა ამის შესახებ, არც ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის და არც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ შეუტყობინებია. შავაძეებს სახლში საოჯახო სასტუმრო აქვთ და აღმოჩენილ ისტორიულ ნაწილში სტუმრების მისაღებად პატარა სივრცის მოწყობა სურდათ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31