გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ლეპტოპების ქურდობისთვის 46 წლის მამაკაცი დააკავა

29-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრი ქვეშ მყოფი, 1973 წელს დაბადებული გ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წელს, თბილისში, ჯანაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან ოთხი ლეპტოპი მოიპარა და მიიმალა.


სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31