გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

30-01-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის ელჩები საქართველოში.


შეხვედრაზე გიორგი გახარიამ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობისა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ელჩების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების ეფექტიან მუშაობას და ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031