გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიპის დაავადებით სტაციონარებში 500-მდე ადამიანია მოთავსებული

31-01-2019

ამ დროისთვის გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით საქართველოს მასშტაბით, სტაციონარში 500-მდე ადამიანია მოთავსებული. მათ შორის, H1N1-ის ვირუსით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ორი ბავშვია მოთავსებული. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სტაციონარებში გრიპის ვირუსის მქონე პაციენტთა რაოდენობა მცირდება. რაც შეეხება დაავადების გავრცელების მაჩვენებელს, უწყების მონაცემებით, ამ დროისთვის გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 249-ს შეადგენს, წინა კვირის მონაცემებით კი ავადობის მაჩვენებელი 251–ს შეადგენდა.


ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20-ს შეადგენს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31