გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა

26-01-2018

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაქას“, - განაცხადა კოვემ.
ე.წ. დელეგაციის შემადგენლობაში დაურ კოვეს გარდა შედიან: „პარლამენტის“ ე.წ. ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია.

აღსანიშნავია, რომ  ნაურუში ასევე იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.


ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930