გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეკინის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განვხადებას ავრცელებს

31-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით თბილისში პეკინის N30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ქურა აუფეთქდა.


"ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მობილიზება. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია. მას ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და შემდგომი სამედიცინო კვლევებისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება"ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31