გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია

1-02-2019

თემქის მე-3 მიკრორაიონში CO-თი ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა, მათ შორის ორი ბავშვია. როგორც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, ორი ბავშვი იაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო დახმარებამ, დარჩენი ოჯახის წევრები მეხუთე საავადმყოფოში.


ადგილზე სასწრაფო ბრიგადასთან ერთად საპატრულო პოლიციაც გამოცხადდა.


წინასწარი ინფორმაციით ნამწვის დაგროვდბა “კარმას” ტიპის გამათბობელიდან მოხდა.


მეხუთე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.


იაშვილის კლინიკაში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ კლინიკაში, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს 10 და 16 წლის გოგონები, რომლებსაც ამ წუთებში გამოკვლევა უტარდებათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728