გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ მომღერალ გიორგი გასვიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

1-02-2019

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებულ მომღერალს, გიორგი გასვიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


გიორგი გასვიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს. ის გორის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. როგორც მისი ადვოკატი, კახა ხვისტანი აცხადებს, გიორგი გასვიანი სამართალდამცავებმა გუშინ, სამსახურში დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, გასვიანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან ერთ-ერთი მომღერალი, პროექტ „იქს ფაქტორის“ მონაწილე, გიორგი გასვიანია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930