გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი

1-02-2019

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იყოს გამოყენებული მორალური ტერორი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური დაუმკაცრესი პასუხი.


„კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას და მის ნებისმიერ გამოვლინებას. შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის 16 პირი დააკავა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იყოს გამოყენებული მორალური ტერორი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930