გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონგრესმენი დევიდ პრაისი: საქართველო არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გაიდგას ფესვები დემოკრატიამ

4-02-2019

კონგრესმენი დევიდ პრაისი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ შეერთებული შტატების კოგნრესი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.


„ჩვენ გვიყვარს საქართველო. ამერიკელ ხალხს უყვარს საქართველო. ის არის შთაგონების წყარო და რთულ რეგიონში იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გაიდგას ფესვები დემოკრატიამ. ჩვენ ამას ვაფასებთ და გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ ამის მხარდასაჭერად “, - განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებობს. „ჩვენ ვიცით, რომ როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, საქართველოსაც აქვს გამოწვევები, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტების მოგვარებას, იმის უზრუნველყოფას, რომ ოპოზიციას უსმენენ, კანონის უზენესობის უზრუნველყოფას და სასამართლოს. სასამართლო რეფორმის კუთხით არსებობს გამოწვევები, ჩვენ ეს ვიცით და მხარს ვუჭერთ ამ [რეფორმას]“, - აღნიშნა მან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31