გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფარული ჩანაწერის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს დღეს გაათავისუფლებენ

5-02-2019

ფარული ჩანაწერის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ერთ-ერთი, სპირიდონ სურამელი გლდანის მერვე საპყრობილეს დღეს, დღის მეორენახევარში დატოვებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურამელის ადვოკატმა, ეკა მაჭარაშვილმა განუცხადა.


"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, სპირიდონ სურამელს შეეფარდა გირაო, რომლის უზრუნველყოფაც უძრავი ქონებით მოხდება. დღეს მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ყადაღა დაედოს აღნიშნულ უძრავ ქონებას და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს საპატიმროს დატოვებს.


მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვებას, შენახვას და გავრცელებას. ბრალს აღიარებს", - აცხადებს მაჭარაშვილი.


ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს, აქედან სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3-ს შეუფარდა, დანარჩენი 14 პირი კი, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.


ინტერპრესნიუსი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930