გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარე რიონში ჩავარდნილ 16 წლის მოზარდს მე-8 დღეა ეძებენ

5-02-2019

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილ 16 წლის მოზარდს მე-8 დღეა ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე რიონსა და შავ ზღვაში 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები არ შეწყდება, ვიდრე არასრუწლოვანს არ იპოვნიან.


ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.


პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. 


„საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე არ იქნება ნაპოვნი 16 წლის მოზარდი“ - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31