გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაზით გარდაცვლილი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დროს გაქურდეს

6-02-2019

თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს.


ქურდებმა სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო.


"სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს", - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი. 


სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მათ რამდენიმე მეზობელი გამოჰკითხეს.


გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.


რადიო „მოზაიკა“

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930