გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: მე და ზარდიაშვილი ერთნი ვერ გავხდებით

6-02-2019

მე და ზარდიაშვილი ერთნი ვერ გავხდებით, ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ წევრთა განსხვავებულ ღირებულებებზე საუბრისას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეზე, ვანო ზარდიაშვილზე განაცხადა.


„ეს ისეთი ღირებულებითი საკითხია, რომ, პირობითად, ერთი მთლიანი ვერ გავხდებით მე და ეს ადამიანი. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ იმის გააზრება, ერთნაირად ვხედავთ თუ არა ჩვენ სამომავლო ნაბიჯებს“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.


მისივე თქმით, უმრავლესობის დღევანდელი სხდომა პარტიის წევრებისთვის ძალიან საჭირო იყო.


„საკმაოდ ემოციური და რთული დღე იყო. თუმცა ეს შეხვედრა საჭირო იყო. ჯერ კიდევ გუშინ, მეც და ჩემი რამდენიმე კოლეგაც ვფიქრობდით, მიგვეღო თუ არა ამ შეხვედრაში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ეს საჭირო იყო.

ვიმსჯელეთ ძალიან მნიშვნელოვან, ფასეულობით საკითხებზე და იმსა კითხებზე, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებია. ეს ეხება იმ ღირებულებებს, რომელმაც უნდა შეგვაძლებინოს, ან ერთად ვიაროთ ამ რთული პოლირიკური პროცესის შემდეგ, ან შეიძლება ეს ვერ მოვახერხოთ“ - აღნიშნა ბესელიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930