გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ბატიაშვილი: უნივერსიტეტებს შეუძლიათ, აბიტურიენტებს პროფილური საგნები ჩააბარებინონ

7-02-2019

„უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.


2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და უმაღლეს სასწავლებლებს უფლება ექნებათ, თავად დანიშნონ გამოცდა აღნიშნულ ან/და სხვა რელევანტურ საგანში.


2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.


სავალდებულო საბაზო განათლების 9 წლიანი სისტემა 10 წლამდე გაზრდება. დამტკიცდება საშუალო საფეხურის (მე -11 და მე-12 კლასების) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31